ფოტოები: აქცია „არა თეოკრატიას“ და კონტრდემონსტრაცია
ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციასთან მართლმადიდებელი აქტივისტების დაპირისპირებიდან ერთ კვირაში, 24 მაისს დედაენის ბაღში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა ლოზუნგით „არა თეოკრატიას“, რათა პროტესტი გამოეთქვათ ძალადობის და, როგორც ისინი მიიჩნევენ, სახელმწიფოზე გავლენის მოსაპოვებლად საქართველოს მართლმადიდებლული ეკლესიის მცდელობების წინააღმდეგ. იმავე ბაღში კონტრდემონსტრანტების აქციაც გაიმართა, რომელთა თქმითაც, მათი შეკრების მიზეზი ერთი მხრივ, ჰომოსექსუალობის „პროპაგანდის“ გააპროტესტება და ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მიმართ მხარდაჭერა იყო. ზოგიერთ მათგანს ხელში ეკავა ბანერები, რომლითაც „სექსუალური უკუღმართობის და გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვისკენ მოუწოდებდა. კონტრდემონსტრაციის მონაწილე ერთ–ერთმა მღვდელმა განაცხადა, რომ იგი საქართველოში „ლგბტიზაციას“ აპროტესტებს. დედაენის ბაღში პოლიციის დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.
This post is also available in: ქართული (Georgian)