გადასახადებისა და შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტმა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის პოსტზე ამჟამინდელი ქონების მართვის მინისტრის ლევან ძნელაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლევან ძნელაძემ კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა საკუთარი ხედვა საგადასახადო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აუცილებელია საბაჟო და საგადასახადო სისტემებში რეფორმების გატარება. უპირველეს ყოვლისა კი, იგი საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას მიიჩნევს აუცილებლად.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი ქონების მართვის მინისტრი, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ვანო ჩხარტიშვილის გუნდის წევრია და მოსალოდნელია, რომ მისი კანდიდატურის წინააღმდეგ “მოქალაქეთა კავშირის” რეფორმატორთა ფრთა გამოვა თუმცა ამის შესახებ მათ ხმამაღლა ჯერ არ განუცხადებიათ.
This post is also available in: English (ინგლისური)