ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხდებით და 4 ნოემბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტით იმუქრება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ოპოზიციის მოთხოვნებია: საარჩევნო კოდექსის სრულყოფა, პლებისციტის ჩატრარება, თუ რამდენად ენდობა მოსახლეობა ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთხი პალამენტარისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა, რომელთა უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე შეაჩერა.
აღნიშნულ მოთხოვნებს ოპოზიცია დღეს, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე წამოაყენებს. სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები გაიმართება.
This post is also available in: English (ინგლისური)