დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ოქრუაშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახემ განცხადება დაწერა. თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოქრუაშვილი კომენტარს არ აკეთებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციისა და ანალაზის დეპარტამენტის თავჯდომარის გიორგი არველაძის განცხადებით, ოქრუაშვილის გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი ხელისუფლებისადმი პროტესტია. გიორგი არველაძის თქმით, ოქრუაშვილსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ირაკლი ოქრუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, დაბლოკა და შეაჩერა სახელმწიფო კანცელარიაში შემუშავებული რამოდენიმე გახმაურებული კანონპროექტი, რომლებიც მაღალ სახელმწიფო მოხელეებს ფინანსური მაქინაციების საშუალებას მისცემდა.
This post is also available in: English (ინგლისური)