Site icon Civil.ge

კობა დავითაშვილმა “მოქალაქეთა კავშირი” დატოვა

პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა “მოქალაქეთა კავშირიდან” და საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დავითაშვილის თქმით, იგი არ ეთანხმება პრზიდენტ შევარდნაძის დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე, როდესაც პრეზიდენტმა რეფორმატორ მინისტრებს კორუფციაში ბრალდებულ მინისტრებთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

დავითაშვილი არ გამორიცხავს, რომ ჩამოყალიბდეს ახალი ფრაქცია, რომელშიც, მასთან ერთად, უმრავლესობის რამოდენიმე ამჟამინდელი წავრიც შევა.

This post is also available in: English (ინგლისური)