პარლამეტნის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გადადგეს “საქართვლოს მოქალაქეთა კავშირის” თავჯდომარის პოსტიდან, პარტიას უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს, “რადგან ეს არის პარტია, რომელიც პრეზიდენტ შევარდნაძის გარშემო შეიქმნა”. ჟვანიას განცხადებით, შესაძლოა “მოქალაქეთა კავშირმა” საერთოდ გააუქმოს პარტიის თავჯდომარის პოსტი.
პარლამენტის თავჯდომარის თქმით “მოქალაქეთა კავშირში” საკმაოდ მაღალია კორუფციის დონე და შესაძლოა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზიც ყოფილიყო. პარეზიდენტის ამ ნაბიჯის მიუხედავად, პარლამენტის თავჯდომარის განცხადებით, მისი და შევარდნაძის ურთიერთობები მომავალშიც კორექტული დარჩება.
This post is also available in: English (ინგლისური)