საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ მიხელ სააკაშვილის განცხადებას იუსტიციის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ თავდაპირველად ხელი არ მოაწერა, რის შემდეგაც სააკაშვილიმა უფლება-მოსილების შეწყვეტის თაობაზე სახელმწიფო კანცელარიაში მეორე განცხადება გააგზავნა. ამ უკანასკნელის არ დაკმაყოფილების უფლება პროცესუალურად პრეზიდენტს არ ჰქონდა, ამიტომ იგი იძულებული გახდა სააკაშვილის განცხადება დაეკმაყოფილებინა.
იმ შემთხვევეშა, თუ შევარდნაძე სააკაშვილის განცხადებას არ მოაწერდა ხელს იუსტიციის ექს-მინისტრი ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ვერ იყრიდა. სააკაშვილის განცხადებით ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის მხრიდან მის მიმართა ობსტრუქციას.
This post is also available in: English (ინგლისური)