Site icon Civil.ge

ჩეჩნეთ-საქართველოს ტერიოტორიაზე იაპონელი ფოტო რეპორტიორი დაიკარგა

უკვე რამდენიმე დღეა რაც სავარაუდოდ ჩეჩნეთსა-საქართველოს სასაზღვრო რაიონებში იაპონელი ფოტოგრაფი დაიკარგა. დაახ. ორი თვის წინ 32 წლის ნაგასაკელი კოსუკე ცუნეოკა საქართველოში ჩამოვიდა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით იგი საქართველოდან ჩეჩნეთში გადასვლას და მეამბოხეებისაგან ინტერვიუს აღებას აპირებდა. აღსანიშნავია ისიც რომ მას არ გააჩნდა ჩეჩნეთში გასაჩერებლად საჭირო რუსეთის ოფიციალური სტრქტურების მიერ გაცემული აკრედიტაცია.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, იაპონელს, სპეციალურ ანკეტაში მითითებული ჰქონდა, რომ საქართველოში იგი კერძო მიზნით შემოდიოდა. მას როგორც ჟურნალისტს ასევე არ გაუვლია აკრედიტაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რა შემთხვევაშიც იგი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებოდა აყვანილი.

This post is also available in: English (ინგლისური)