Site icon Civil.ge

პანკისის ხეობაში დაღუპულ ჩეჩნებს ასაფლავებენ

კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით 26 სექტემბერს პანკისის ხეობაში გადმოასვენეს რამდენიმე დაღუპული ჩეჩენი (დაახ. 3 კაცი), რომელთაც დღესვე ხეობაში დაკრძალავენ. ჩეჩენ და პანკისის ქისტ მოსახლეობაზე დაყრდნობით წყარო აცხადებს, რომ აღნიშნული მეომრები აფხაზეთის ტერიტორიაზე (ან აფხაზეთის საზღვრის მახლობლად) ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი გადმოსვენება მოხდა საქართველოს ტერიტორიის გავლით.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსულმა საინფორმაცო სააგენტო ინტერფაქსმა გაავრცელა ცნობა კოდორის ხეობიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩეჩნური და ქართული შიარაღებული დაჯგუფების შეჭრის თაობაზე. უფრო ადრე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ დაადასტურა საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩეჩნური შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა. დღეს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოში ტერორისტების არსებობა აღიარა, თუმცა მან არ დააკონკრეტა თუ რომელ ტერორისტებზე არის საუბარი.

This post is also available in: English (ინგლისური)