სანამ პარლამენტში ახალი უმრავლესობა არ შეიქმნება, ე.წ. რეფორმატორთა გუნდი ფრაქციას არ შექმნის, ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა.
თევდორაძესთან ერთად რეფორმატორთა შესაძლო ფრაქციაში კოტე კემულარია, კობა დავითაშვილი და ვანო მერაბიშვილი, ლადო ჭიპაშვილი და კიდევ 5 დეპუტატი მოიაზრება. თითოეული მათგანი იუსტიციის ექს-მინისტრის მიხეილ სააკაშვილის სახელთან ასოცირდება.
This post is also available in: English (ინგლისური)