Site icon Civil.ge

პოლიცია პარნკისში მყოფი მძევლების განთავისუფლებას ცდილობს

დღეს საქართველოში რუსეთში ესპანეთის ელჩი და გენერალური კონსული ჩამოდიან. ისინი საქართველოში გატაცებული ორი ესპანელი ბიზნესმენის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კახა თარგამაძეს შეხვდებიან. ამჟამად პანკისის ხეობაში მიმდინარეობს მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია.

სამართალდამცველები კიდევ ერთი მძევლის განთავისუფლებას ცდილობენ პანკისში. საქართველოს მოქალაქე აზიზი ხალილოვი კრიმინალებმა გუშინ გაიტაცეს. როგორც ცნობილია გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 30,000 დოლარს ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური)