Site icon Civil.ge

საქართველომ 13 ჩრდილოკავკასიელი რუსეთს გადასცა

დღეს საქართველომ 13 ჩრდილოკავკასიელის რუსეთში ექსტრადიცია განახორციელა. რუსეთის 13 მოქალაქე 6 ივნისს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ცამეტივე საზღვრის დამრღვევი თვითბრინავით რუსეთში გაამგზავრეს, აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

რუსეთი ამ 13 პიროვნებას ჩეჩნეთში ფედერალური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.

This post is also available in: English (ინგლისური)