Site icon Civil.ge

კრიმინალი ხელისუფლებას ომის დაწყებით ემუქრება

როგორც დღეს გახდა ცნობილი პანკისელი კრიმინალური ავტორიტეტის ვეფხია ხანგოშვილის მეუღლე პარასკევს თბილისში გაუჩინარდა. მეუღლის არ დაბრუნების შემთხვევაში ხანგოშვილი ხელისუფლებას პანკისში ომის დაწყებით დაემუქრა. იგი აცხადებს, რომ მისი ცოლი სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას კატეგორიულად უარყოფს.

ხანგოშვილი პანკისის ხეობაში ადამიანის გატაცებებთან ასოცირდება. მისი სახელი გასულ კვირას აზიზ ხალილოვის გატაცების საქმეშიც ფიგურირებს.

ხანგოშვილი სამართალდამცველების მიერ 1992 წლიდან იძებნება. 

This post is also available in: English (ინგლისური)