გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი შოკირებულია აფხაზეთში გაეროს მისიის ვერტმფრენის ჩამოგდებით, აცხადებენ გენერალური მდვინის პრეს-სამსახურში. მათი ინფორმაციით ვერტმფრენში გაეროს მისიის ოთხი თანამშრომელი, ეკიპაჟის სამი უკრაინელი წევრი და ორი ადგილობრივი თანამშრომელი იმყოფებოდნენ.
სხვადასხვა წყაროს ცნობით ვერტმფრენში გაეროს მისიის 5 თანამშრომელი იმყოფებოდა, მათ შორის სამხედრო დამკვირვებელთა ხელმძღვანელი, უნგრეთის მოქალაქე ლასლო ტოროკი. დაზუსტებული ინფორმაცია დრეს მოგვიანებით გახდება ხნობილი, როდესაც საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი დიტერ ბოდენი პრესკონფერენცია ჩაატარებს.
This post is also available in: English (ინგლისური)