Site icon Civil.ge

200 ბოევიკი კოდორის ხეობაშია ბლოკირებული – რუსული მედია

აფხაზეთის სამხედრო შენაერთებმა კოდორის ხეობაში ჩეჩენი და ქართველი ბოევიკების 200 კაციანი ერთობლივი დაჯგუფების ბლოკირება მოახდინეს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვალერი არშბაზე დაყრდნობით.

მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც თბილისი აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩეჩნურ-ქართულ დაჯგუფებას გაიყვანს, განაცხადა ვალერი არშბამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, რის გამოც ოფიციალური თბილისი აფხასზეთში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.