Site icon Civil.ge

შევარდნაძე აფხაზეთიდან დ.ს.თ.-ის სამშვიდობო ძალების გაყვანის მომხრეა 14:12 11.10

პრეზიდენტი შევარდნაძე აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან დამოუკიდებელ თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების გაყვანის მომხრეა, რომელიც მთლიანად რუსი სამხედროებით არის დაკომპლექტებული.

“იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება შესრულდეს”, განაცხადა პრეზიდენტმა შვარდნაძემ. მისი თქმით რუსმა მშვიდობისმყოფელებმა ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მისია, ამიტომ აფხაზეთი უნდა დატოვონ.

პრეზიდენტის განცხადებით, კოდორის ხეობა მაქსიმალურად არის გამაგრებული თავდაცვის სამინისტროს ძალების მეშვეობით, რათა იქ მყოფ ქართველი მოსახლეობას საფრთხე არ დაემუქროს. უსაფთხოების განსაკუთრეუბლი ზომებია მიღებული ასევე გალის რაიონშიც.

This post is also available in: English (ინგლისური)