17 ოქტომბერს დაახ. 7 საათზე პანკისელი “ავტორიტეტი” ვეფხია მარგოშვილი საკუთარ სახლში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იგი საპიფარეშოში შევიდა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მარგოშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ნათესავებმა მკვლელის ცხელ კვალზე მოძებნა გადაწყვიტეს, თუმცა ახლომდებარე ტყეებში და სოფლის შემოგარენში ვერც ერთი საეჭვო პიროვნება ვერ აღმოაჩინეს.
პოლიცია უარყოფს გავრცელებულ ვერსიას ნაღმის დისტანციურად მართვის თაობაზე. “მარგოშვილი თავისივე ნაღმზე აფეთქდა” – განუცხადეს ტელეკომპანია რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ ვეფხია მარგოშვილის სახელი პირველად 2000 წლის ზაფხულში წითელი ჯვრის საეთაშორისო კომიტიტის ორი წარმომადგენლის გატაცებასთან დაკავშირებით ამოტივტივდა. მარგოშვილის სახელს უკავშირდება ესპანელი ბიზნესმენების, პარლამენტის წევრის პეტრე ცისკარიშვილისა და სხვათა გატაცებები. მასვე ედებოდა ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა და რიგი სხვა მძიმე დანაშაულებები.
This post is also available in: English (ინგლისური)