რუსეთიდან აფხაზეთში დამატებითი სამხედრო ნაწილები შევიდნენ, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით აფხაზეთში შესული სატვირთო მანქანების კოლონას ნოვიროსიისკის სადესანტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაყავდა.
რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხრად ფაქტს და ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევებს განიხილავს, როგორც კოდორის ხეობის მშვიდობიან მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის მცდელობას.
კოდორში განთავსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები კვლავაც გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)