Site icon Civil.ge

რეფორმატორები და კონსერვატორები პარალელურად ძლიერდებიან

ვაკის რაიონის საოქო საარჩევნო კომისიის მიხედვით, მიხელ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 64%-ზე მეტი მიიღო. მისმა ძირითადმა კონკურენტმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ 9,7%. 

საარჩევნო ოლქში აცხადებენ, რომ ორი უბნიდან საარჩევნო ყუთების გატაცება საბოლოო შედეგებზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

ბაღდათში გამართულ მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში კი ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ვაჟო ლირთქიფანიძემ, როგორც მოსალოდნელი იყო დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გამარჯვებით პარლამენტის ე.წ. კონსერვატორთა ფრთამ გაძლიერება მოიპოვა, ისევე როგორც რეფორმატორებმა სააკაშვილის პარლამენტში დაბრუნებით.

ბაგდათის არჩევნებმა ვაკისაგან განსხვავებით მშვიდადნ ჩაიარა. ვაკეში დეპუტატობის კანდიდატები ერთმანეთს სერიოზულ გაყალბებეში ადანაშაულებენ. არჩევნების მსვლელობისას ერთი პოლიციელიც კი დაიჭრა, რამოლეც საარჩევნო ყუთს იცავდა.

This post is also available in: English (ინგლისური)