ერთი კვირის ვადაში ძალოვანმა სამინისტროებმა მათ მფლობელობაში არსებული კომერციულ საწარმოთა ნუსხა უნდა წარმოადგინონ. ეს გადაწყვეტილება ანტიკორუფციულმა საბჭომ შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.
პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, საბჭო ძალოვანი სამინისტროების მიერ კომერციული საქმიანობის აკრძალვას ითხოვს, რადგან ეს კორუფციის წყაროს წარმოადგენს.
ძალოვნები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, რადგან მათი თქმით კომერციული საწარმოებიდან სამინისტროები შემოსავლების დიდ ნაწილს იღებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)