ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმ ადრიან სევერინმა დღეს საქართველოს საპარლამენტო ფრაქციათა წარმომადგენლებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
შეხვედრისას დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების არაეფექტურობას.
ეს საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შოთა დოღონაძესთან შეხვედრაზეც განიხილეს. საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსი სამხედროების საერთაშორისო სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლება.
12 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც რუსი სამშვიდობო ძალების ყოფნა კონფლიქტის ზონაში მიზანშეუწონლად არის მიჩნეული.
This post is also available in: English (ინგლისური)