სომხეთი და საქართველო მზად არიან სამხედრო თანამშრომლობა დაიწყონ, ამის შესახებ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.
სომხეთის თავდაცვის მინისტრის სერჟ სარქისიანის საქართველოში ორ დღიანი ვიზიტი დღეს დაიწყო. დაგეგმილია მისი პრეზიედენტ შევარდნაძესთან შეხვედრაც.
This post is also available in: English (ინგლისური)