Site icon Civil.ge

მარუხის უღელტეხილი კვლავ დაიბომბა

დღეს დილით, 4:15 საათზე სოხუმიდან გამოფრენილმა ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა და ოთხმა სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა მარუხის უღელტეხილი დაბომბეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით დაბომბილია დაუსახლებელი ტერიტორია, შესაბამისად მსხვერპლი არ არის.

სამინისტროს პრესმდივანი ნინო სტურუა აცხადებს, რომ აფხაზებს 4 სუ-25 არ გააჩნიათ, ამიტომ სავარაუდოა, რომ მარუხი რუსეთის გამარადგურებელმა დაბომბეს.

კოდორის ხეობაში მდებარე მარუხოს უღელტეხილის დაბომბვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 17 ოქტომბერს, ასევე სოხუმიდან გამოფრენილმა 6-მა ვარტმფრენმა უღელტეხილი პირველად დაბომბა.

This post is also available in: English (ინგლისური)