“არანაირი გამრთლება რუსეთის მიერ მარუხის უღელტეხილის დაბომბვას არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი სიპტომია. ეს მიუთითებს, რომ ერთია პრეზიდენტ პუტინის განცხადებები და სულ სხვაა – რელობა, რომელსაც ცალკეული რუსი სამხედროები აკეთებენ”, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის თქმით ეს იქნება ძირითადი საკითხი, რომლის განხილვასაც იგი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას გეგმავს. ამ შეხვედრის თარიღი კვლავაც გაურკვეველია.
პრეზიდენტის თქმით გუშინ ექვსი მი-24 ტიპის ვერტმფრენი და ოთხი სუ-25 ტიპის გამანადგურებელი, რომლებმაც მარუხის უღელტეხილი გაბომბეს რუსეთის მხრიდან შემოფრინდა საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური)