Site icon Civil.ge

საქართველოს ტერიტორია დღეს ორჯელ დაიბომბა

დღეს დილით, 4:00 საათზე კოდორის ხეობაში რუსეთის მხრიდან სუ-25 ტიპის გამანადგურებლები შემიჭრნენ, რომლებმაც ქართული სოფლები აძგარაზა და პტიში დაბომბეს, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

დღესვე დილის 9 საათზე ოთხმა სუ-25 მეორედ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ამჯერად უკვე მარუხის უღელტეხილი დაბომბა.

თავდაცვის სამინისტროს მსხვერპლის თაობაზე ინფორმაცია არ გააჩნია.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა გუშინაც, როდესაც ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა და ოთხმა სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა მარუხის უღელტეხილი დაბომა.

ოფიციალური თბილისი მომხდარს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად მიიჩნევს. რუსეთი ბრალდებას უარყობს.

This post is also available in: English (ინგლისური)