Site icon Civil.ge

“რუსთავი 2”-ს 1,5 მილიონი ლარის დამალვაში ადანაშაულებენ

უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, რომ სამინისტროს კანონოთ აქვს მინიჭებული უფლება შეამოწმოს “რუსთავი 2”-ის ფინანსური დოკუმენტაცია.

ამას გარდა, სალაყაიას განცხადებით მათ აქვთ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს სანქცია რომლის მიხედვითაც უშიშროების სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს “რუსთავი 2”-ის შემოწმება, რადგან მათ აქვთ ეჭვი, რომ კომპანიამ ბიუჯეტში 1,5 მილიონი ლარი არ შეიტანა.

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ტაპატაძემ განაცხადა, რომ სანქცია და ბრალდება აბსურდულია, რადგან კომპანია ამ თანხის რეკლამას ერთი თვის განმავლობაში საერთოდ არ უშვებს და აღნიშნულ ქმედებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს. 

ამჟამად “რუსთავი 2”-ის ოფისის წინ დამოუკიდებელი ტელეკომპანიას მხარდასაჭერად შეკრებილინი არიან უბრალო მოქალაქეები. “რუთავი 2”-ის თანამშრომლებს ეჭვი აქვთ რომ უშიშროების სამინისტრო კომპანიის ოფისში შესაღწევად და დოკუმენტაციის ხელში ჩასაგდებად ძალას გამოიყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური)