“მე მზად ვარ გადავდგე თუ შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე გადადგება”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ჟვანიას თქმით თუ თარგამაძე გადადგება თავადც დატოვებს პოსტს, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება.
“ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია იმ დაძაბულობიდან, რომელიც ამჟამად არის შექმნილი”, განუცხადა მიტინგის მონაწილეებს პარლამენტის თავჯდომარემ.
This post is also available in: English (ინგლისური)