Site icon Civil.ge

ზუგდიდში არეულობისას რამოდენიმე ადამიანი დაშავდა

4 ნოემბერს, ზუგდიდში მოსახლეობასთან შესახვედრად დეპუტატ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლამ არეულობა გამოიწვია. მის დასახვედრად ქალაქის ქუჩებში გამოსულ მოსახლეობას რეფორმატორთა მოწინააღმდეგე მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ჯგუშიას მომხრეები დაესხნენ თავს.

არეულობის შედეგად რამოდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი ინფორმაციით არის მსხვერპლიც. ინცინდენდის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდში მიტინგი აღარ ჩაუტარებია.

“მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მეთოდებს იყენებს ხელისუფლება თავის ოპონენტებთან საბრძოლველად”, განაცხადა სააკაშვილმა ჯგუშიას საქციელის კომენტარისას. 

This post is also available in: English (ინგლისური)