Site icon Civil.ge

ვაჟა ლორთქიფანიძე – პარლამენტის თავჯდომარეობის ახალი კანდიდატი

(თბილისი. 6 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია “აღორძინებამ” პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატად ვაჟა ლორთქიფანიძე დაასახელა.

ვაჟა ლორთქიფანიძის კანდიდატურას პარლამენტის კონსერვატორთა წარმომადგენლები უჭერენ მხარს. მისი კონკურენტი რეფორმატორთა კანდიდატი ნინო ბურჯანაძეა.

გუშინ ბურჯანაძის კონკურენტად ელგუჯა მეძმარიაშვილს ასახელებდნენ, თუმცა კონსერვატორებმა ლორთქიფანიძის კანდიდატურის წამოყენება ამჯობინეს.

This post is also available in: English (ინგლისური)