(თბილისი. 8 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების განხილვა ხვალისთვის გადადეს. დაგეგმილი იყო, რომ ეს პროცედურა დღეს უნდა დაწყებულიყო და კენჭისყრა 9 ნოემბერს ჩატარებულიყო.
9 ნოემბერი პარლამნენტის თავჯდომარის არჩევის ბოლო ვადაა.
ამჟამად ამ პოსტზე 3 კანდიდატია წარდგენილი. ნინო ბურჯანაძე, ვაჟა ლორთქიფანიძე და ჯემალ გოგიტიძე. არ არის გამორიცხული, რომ ამ სიას კიდევ ერთი, “მრეწველების” კანდიდატი დავით სალარიძე დაემატოს.
This post is also available in: English (ინგლისური)