Site icon Civil.ge

არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ჩატარდება

თბილისი. 9 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – პარლამენტის თავჯდომარის არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად კენჭისყრა დღეს ნებისმიერ შემთხვევაში შედგება. დეპუტატთა ნაწილი არჩევნების გადადებას მოითხოვდა, თუმცა ეს პარლამენტართა უმრავლესობამ არ გაიზიარა.

აღმოჩნდა, რომ ბიულეტინები დანომრილი იყო, რაც ფარული კენჭისყრის პრინციპს არღვევს. ბიულეტინების ნუმერაცია საშუალებას იძლევა გაირკვეს თუ ვინ რომელ კანდიდატს მისცა ხმა. ეს კი მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ძალთა გადანაწილების ცოდნის საშუალებას იძლევა.

გაყალბებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

This post is also available in: English (ინგლისური)