Site icon Civil.ge

ნინო ბურჯანაძე – პარლამენტის ახალი თავმჯდომარე

თბილისი. 10 ნოემბერი. სივილ ჯორჯია – ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. მან 129 დეპუტატის ხმა მოიპოვა. ვაჟა ლორთქიფანიძემ – 98.

არჩევნების შედეგი 10 ნოემბერს, გამთენიისას, 4:20 სთ-ზე გახდა ცნობილი. დეპუტატებს მუშაობა არ შეუწყვეტიათ მანამ, სანამ თავმჯდომარე არ აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისთვის მეორე ტური გახდა საჭირო. პირველ ტურში ნინო ბურნაძემ – 104, ვაჟა ლორთქიფანიძემ – 71, ხოლო ჯემალ გოგიტიძემ – 52 ხმა მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური)