Site icon Civil.ge

საქართველო და პოლონეთი ურთიერთობებს აღრმავებენ

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი არის ორ ქვეყანას შორის ახალი ურთიერთობების დაწყება, რაც ძირითადად სხვადასხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში აისახება, განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ 12 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტთან ალექსანდრ კვასნევსკისთან შეხვედრის შემდეგ.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით აღნიშნული ვიზიტი არის პოლონითის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, “ამასთან ვიზიტით პირადად ედუარდ შევარდნაძისადმი მხარდაჭერაც გამოვხატე,” დასძინა ალექსანდრ კვასნევსკიმ.

ეკონომიკური პროექტების გარდა პრეზიდენტემბა სამხედრო თანამშრომლობაზეც იმსჯლეს. ალექსანდრე კვასნევსკიმ პრეზიდენტ შევარდნაძეს პოლონითის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გამოცდილება გაუზიარა. ამასთან მხარეები შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი საქართველოს მესაზღვრეების მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

This post is also available in: English (ინგლისური)