(თბილისი. 13 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ყველა საპარლამენტო ფრაქციასთან შეხვედრას გეგმავს, რათა კონსულტაციები გამართოს მინისტრობის შესაძლო კანდიდატურებთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ შევარდნაძეს შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზედენტი ძირითადად ძველი მინსტრების დატოვებას გეგმავს. ცვლილებები სამართალდამცველ ორგანოებს შეეხება. პარლამენტი კი მთავრობის სრული განახლების მომხრეა და სავარაუდოა, რომ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს.
პრეზიდენტს კანდიდატების წარდგენის ვადა 15 ნოემბრამდე აქვს. (უშიშროების მინისტრის შემთხვევაში ეს ვადა 14 ნოემბერს იწურება).
This post is also available in: English (ინგლისური)