Site icon Civil.ge

ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები გადაიდო

თბილისში 16 ნოემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე გაურკვეველი ვადით გადაიდო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტაში ნათქვამია, რომ სანამ არ გაირკვევა თუ ვინ იქნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამ მოლაპარაკებების დაწყებას აზრი არ ექნება, რადგან გაურკვეველია თუ ვინ უნდა უხელძღვანელოს საქართველოს დელეგაციას.

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მოყვანილი მიზეზი სრულიად გასაგებია, თუმცა იგი შიშობს, რომ მოსკოვი ხელოვნურად აჭიანურებს ამ პროცესის დაწყებას.

13 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსმა” გაავრცელა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგელის განცხადება რომლის ვინაობაც არ სახელდება. ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რუსეთი ჯერ არ აპირებს საქართველოსთან ჩარჩო ხელშეკრულების დადებას.

This post is also available in: English (ინგლისური)