(თბილისი. 15 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ 2005 წლისთვის საქართველომ შესაძლოა “ნატო-ს კარებს მიუკაკუნოს”. ნინო ბურჯანაძემ ეს განცხადება დღეს რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ნიუსი”.
ნინო ბურჯანაძემ აქვე აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა საერთოდ არ ნიშნავდეს იმ დროისთვის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
12 ნოემბერს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს დაახლოების პროცესი რუსეთში შეშფოთებას არ უნდა იწვევდეს.
This post is also available in: English (ინგლისური)