Site icon Civil.ge

პრეზიდენტს გილიგაშვილის იუსტიციის მინისტრად დაბრუნება სურს?

არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტ შევარდნაძეს როლანდ გილიგაშვილის იუსტიციის მინისტრის პოსტზე დასახელებას აპირებს. გილიგაშვილს ეს თანამდებობა 1 ნოემბრამდე, ერთი თვის განმავლობაში ეკავა.

აქამადე მოსალოდნელი იყო, რომ გილიგაშვილს შევარდნაძე გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგენდა. ხოლო იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პაატა ცნობილაძის კანდიდატურა სახელდებოდა.

მინისტრების წარდგენის ვადა დღეს იწურება, თუმცა პრეზიდენტს ჯერჯერობით პარლამენტისთვის უშიშროების მინისტრის გარდა არც ერთი კანდიდატურა არ წარუდგენია.

This post is also available in: English (ინგლისური)