(თბილისი. 16 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსტრო არ აღიარებს გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის ფაქტს, ნათქვამია საპროტესტო ნოტაში, რომელიც რუსეთის მხარეს დრეს გაეგზავნა.
საქართველო რუსეთისგან შემდეგი პირობების შესრულებას მოითხოვს: დაწესდეს საერთაშორისო მომინიტორინგი გუდაუთის ბაზასთან დაკავშირებით და გადმოეცეს საქართველოს დოკუმენტაცია, რომელიც იურიდიულად დაადასტურებს რომ ბაზა უკვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მან გუდაუთიდან მძინე საბძოლო ტექნიკა გაიტანა და იქ მხოლოდ 600 ჯარისკაცი დატოვა. საქართველო ამასთან დაკავშირებითაც გამოთქვამს უკმაყოფილებას და 600 ჯარისკაცის 100-მდე შემცირებას მოითხოვს.
რუსეთი სტამბოლის 1999 წლის ეუთო-ს სამიტის შეთანხმების მიხედვით, ვალდებული იყო გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია 2001 წ-ის 1 ივლისამდე მოეხდინა.
This post is also available in: English (ინგლისური)