Site icon Civil.ge

ბლიკი “აღორძინება” ძველ მინისტერბს მხარს არ დაუჭერს

(თბილისი. 17 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – ბლიკი “აღოძინება”, რომელიც ბათუმში შეხვედრას მართავს, მინისტრობის პოსტებზე წამოყენებულ ძველი მინისტერების კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს.

ბათუმის შეხვედრაში ფრაქცია “ტრადიციონალისტის” გარდა ბლოკის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. ფრაქციები “აღორძინება”, “ერთიანი საქართველო”, “XXI საუკუნე” და “სოციალისტები” მთავრობის სრულ განახლებას მოითხოვენ. “ტრადიციონალისტები” აცხადებენ, რომ ძველი მინისტრებიდან რამოდენიმეს მხარს დაუჭერენ.

“ტრადიციონალისტების” გამოკლებით, ბლოკ “აღორძინებაში” სულ 48 დეპუტატია გაერთიანებული.

This post is also available in: English (ინგლისური)