(თბილისი. 19 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ არ იცის სად იმყოფება ჩეჩენი საველ მეთაური რუსლან გელაევი. “არ გამოვრიცხავ რომ იგი საქართველოშიც იყოს”, განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
7 ნოემბერს, ედუარდ შევარდნაძემ აღიარა, რომ გელაევი საქართველოში იმყოფებოდა, რასაც რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი გელაევის დაკავებისა და ექსტრადიციის მოთხოვნა მოჰყვა.
რუსი სამართალდამცველების მიერ გელაევი გასული წლის სექტემბრიდან იძებნება, როგორც “უაღრესად საშიში ტერორისტი და კრიმინალი”.
This post is also available in: English (ინგლისური)