Site icon Civil.ge

დეპუტატმა “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრს ესროლა

(თბილისი. 19 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – ანტიკორუფციული საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მას თბილისის ერთ-ერთ რესტორანში პისტოლეტიდან დეპუტატმა ლევან პირველმა ესროლა. თავად დეპუტატი ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

გივი თარგამაძის განცხადებით, 18 ნოემბერს ლევან პირველმა მას ყოველგვარი მიზეზის გარეშე დარტყო, რის შემდეგაც პირველმა და მასთან ერთად მყოფმა რამოდენიმე პირმა პისტოლეტებიდან სროლა ატეხეს.

დეპუტატი ლევან პირველი უკვე იყო გარეული ამგვარ სკანდალში, როდესაც ორიოდე წლის წინ რესტორანში სროლის შედეგად ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით პირველი გაამართლა.

This post is also available in: English (ინგლისური)