(თბილისი. 20 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” დეპუტატ ვაჟა ლორთქიფანიძეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს და არჩევნების დროს უკანონო ქმედების ბრალდებით სასამართლოში უჩივის.
ვაჟა ლორთქიფანიძე 21 ოქტომბერს ბაღდათის რაიონში ჩატარებული მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში იყრიდა კენჭს. იგი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური)