Site icon Civil.ge

პარლამენტი დღეს ძალოვანი მინისტრების კანდიდატურებს განიხილავს

(თბილისი. 21 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს დილით, საპარლამენტო სესია ძალოვანი მინისტრების კანდიდატურების განხილვას იწყებს. ეს პროცედურა გუშინ იყო დაგეგმილი, მაგრამ დეპუტატებმა დღეისთვის გადადეს.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში პარლამენტარები მინისტრობის კანდიდატურებს ხვდებოდნენ. საგარეო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მენაღარიშვილის კანდიდატურა მოიწონა, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით თევზაძეს დაუჭირა მხარი.

This post is also available in: English (ინგლისური)