Site icon Civil.ge

საბიუჯეტო კომისიის დასკვნები ნოღაიდელის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს

(თბილისი. 22 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, სპეციალურმა კომისიამ, რომილიც ბიუჯეტის შეუსრულებლობის მიზეზებს იკვლევდა პარლამენტს გამიძიების შედეგები უნდა წარუდგინოს. წინასწარი ინფორმაციით, დოკუმენტში უარყოფითად არის შეფასებული ფინანსთა ყოფილი მინისტრის და ამავე თანამდებობაზე წარდგენილი კადიდატის ზურაბ ნოღაიდელის საქმიანობა.

მოსალოდნელია, რომ კომისიის დასკვნები კიდევ უფრო გააუარესებს პარლამენტის მიერ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრის პოსტზე დამტკიცების შანსებს.

23 ოქტომბერს, პარლამენტმა 2001 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით ხარჯვითი ნაწილი 183 მილიონი ლარით შეამცირა.

This post is also available in: English (ინგლისური)