Site icon Civil.ge

ალეკო კარტოზია კვლავ განათლების მინისტრია

(თბილისი. 22 ნოემბერი. სივილ ჯორჯია) – დღეს, პარლამენტმა 112 ხმით 86 წინააღმდეგ განათლების მინისტრის პოსტზე ალეკო კარტოზია დაამტკიცა.

ალეკო კარტოზიის კანდიდატურის წინააღმდეგ ფრაქციები “მოქალაქეთა კავშირი”, “ტრადიციონალისტები” და “მაჟორიტარები” გამოდიოდნენ. ახალგაზრდა რეფორმატორთა ჯგუფამ კარტოზია კორუფციაშიც კი დაადანაშაულა, თუმცა ამის მიუხედავად კანდიდარურა მაინც დამტკიცდა. 

დანარჩენი კანდიდატურების განხილვას პარლამენტი შესვენების შემდეგ 16:00 სთ-ზე გააგრძელებს.

This post is also available in: English (ინგლისური)