(თბილისი, 23 ნოემბერი, “სივილ ჯორჯია”) – დ.ს.თ.-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში აზერბაიჯანის, რუსეთის, საქართველოსა და სომხეთის პარლამენტის თავჯდომარეთა შეხვედრა გაიმართება დღეს სანკტ-პეტერბურგში, რომელზეც ოთხი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ეს ამ სახის პირველი შეხვედრაა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასამბლეაზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხის დაყენებას აპირებს.
This post is also available in: English (ინგლისური)