(თბილისი. 26 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ოთხი ბერის გატაცებაში შესაძლო მონაწილე მოკლეს პანკისის ხეობაში. როგორც იტყობინებიან ბესიკ კოჭლოშვილი ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩაცხრილა, რომლებიც აცხადებენ რომ მოკლული ადრეც ყოფილა შემჩნეული ადამიანების გატაცებაში. პოლიცია აცხადებს, რომ კოჭლოშვილს არანაირი კავშირი ბერების გატაცებასთან არ ჰქონია.
ორი ბერი და ორი მორჩილი მთა-თუშეთიდან ორიოდე კვირის წინ პანკისის ხეობაში გაიტაცეს. მათი ზუსტი ადგილ-სამყოფელი დღემდე უცნობია.
ბერების ნათესავები აცხადებენ, რომ გამტაცაბლები გამოსასყიდის სახით ერთ მილიონ დოლარს მოითხოვენ. ისინი იმედოვნებენ, რომ გატაცებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მკვლელობა ბერების განთავისუფლებას დააჩქარებს.
This post is also available in: English (ინგლისური)