Site icon Civil.ge

გენპროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით “მოქალაქეების” აზრი გაიყო

(თბილისი. 26 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირმა” პრეზიდენტის მიერ გენერალური პროკურორის პოსტზე წარმოდგენილი ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურა განიხილა.

“მოქალაქეთა” ერთი ნაწილი, ძირითადად ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფი გაბრიჩიძის კანდიდატურის კატეგორიული წინააღმდეგეა. მათი აზრით გაბრიჩიძე გენერალურ პროკურატურაში რეფორმებს არ გაატარებს.

ნუგზარ გაბრიჩიძე, ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსია.

This post is also available in: English (ინგლისური)