(თბილისი. 27 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე წარდგენილ ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურას საპარლამენტო ფრაქციათა უმრავლესობა მხარს უჭერს.
დღეს მას მხარი იურიდულმა კომიტეტმაც დაუჭირა. ნუგზარ გაბრიჩიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ე.წ. რეფორმატორთა ჯგუფი გამოდის. მათი აზრით შინაგან საქმეთა სამინსტროს მაღალჩინოსანს არ შესწევს უნარი გენპროკურატურაში რეფორმები გაატაროს.
ნუგზარ გაბრიჩიძეს ამჟამად შინაგან საქმეთა სამინსტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.
This post is also available in: English (ინგლისური)