(თბილისი. 28 ნოემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტი შევარდნაძე თავის რუს კოლეგასთან 30 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრისას აუცილებლად ისაუბრებს პანკისის ხეობის დაბომბვის თაობაზე, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა კახა იმნაძემ.
პრეზიდენტი შევარდნაძე 29-30 ნოემბერს დ.ს.თ. სამიტში მონაწილეობს.
ამ წუთებში, პრეზიდენტი, 27 ნოემბერს პანკისის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიაში საგანგებო თათბირს მართავს.
ამჟამად პანკისში დაძაბული ვითარებაა. ახმეტის რაონის პოლიციის ხელმძღვანელობის განცხადებით ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია და ხეობას ტოვებს.
This post is also available in: English (ინგლისური)